❗️ როგორ შეგიძლია საკუთარი პრივილეგიები სხვის სასარგებლოდ გამოიყენო?

1955 წელი იდგა, წარმატებულ და პრესტიჟულ ღამის კლუბებში კი ფერადკანიან მომღერლებს სიმღერის საშუალებასა და უფლებას არ აძლევდნენ.

⭐️ სწორედ ამ პერიოდში მერლინ მონრომ, რომელსაც უკვე მსოფლიოს გარშემო იცნობდნენ, აღმოაჩინა ელა ფიცჯერალდი. მერლინს ელას ხმა და მუსიკა მოსმენისთავე შეუყვარდა. ამ პერიოდში კი ფიცჯერალდს მხოლოდ პატარა ბარებსა და კლუბებში აძლევდნენ გამოსვლის უფლებას.

მერლინ მონრომ შეიტყო, რომ ელა ფიცჯერალდს ლოს ანჯერლესში, მის საყვარელ ღამის კლუბში Mocambo სიმღერის უფლებას არ აძლევდნენ. ამიტომ, მონრო კლუბის მენეჯრს შეპირდა, რომ მთელი კვირის განმავლობაში Mocambo-ში დაესწრებოდა ელას გამოსვლებს, თუ მას კლუბში სიმღერის საშუალებას მისცემდნენ. ამ გზით კი Mocambo-ს გარანტირებულად ეყოლებოდა მსმენელი.

კლუბის მენეჯერი დათანხმდა მერლინ მონროს შემოთავაზებას. ამ გზით ელას აღარ შექმნია პრობლემა, რომ დიდ, პრესტიჟულ და წარმატებულ ღამის კლუბებში ემღერა.

#FemFacts