ავღანეთში ჟურნალისტი მოკლეს. #Femfacts
ქალთა უფლებების დამცველი და ჟურნალისტი მალალაი მაივანდი, ნანგარას პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადში თავის მძღოლთან ერთად ორმა შეიარაღებულმა პირმა ჩაცხრილა. აღსანიშნავია, რომ 5 წლის წინ მალალაის დედა, ასევე აქტივისტი, მსგავს პირობებში მოკლეს.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერ არავის აკისრია, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მზარდი ძალადობრივი აქტების უკან ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ავღანეთში, თალიბანი დგას. ეს უკანასკნელი კი თავდასხმებში მონაწილეობას მტკიცედ უარყოფს.
მალალაის მკვლელობა ქალთა სამუშაო ისედაც პატარა პლატფორმას კიდევ უფრო ამცირებს, ვინაიდან მსგავსი შემთხვევები შიშსა და თვითგადარჩენის ინსტიქტს აღვიძებს ჟურნალისტებში. ვარაუდობენ, რომ თალიბანის ძალაუფლების დაბრუნებისა და მსგავსი ძალადობრივი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ქალთა უფლებები რეგრესისკენ წავა.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation